Intel-ის სასწავლო კურსი
Monday, January 13, 2014
Thursday, December 19, 2013
მეცხრე დღე
დღეს ტრენინგის ბოლო დღე იყო. დასაწყისში მოვაწესრიგეთ ჩვენი პროექტის პორტფოლიოს ფოლდერები, შემდეგ ჩვენი პროექტის საქაღალდეები ავტვირთეთ ჩვენს ბლოგებზე და ბოლოს წარმოვადგინეთ ჩვენი პროექტის პრეზენტაციები. ძალიან საინტერესო დღე იყო, მაგრამ ბოლო დღე :).
გული მწყდება, რომ ტრენინგი დამთავრდა, თუმცა მიხარია, რომ გავიცანი ასეთი საინტერესო ადამიანები და ბევრი საინტერესო და აუცილებელი რამ ვისწავლე. მადლობას ვუხდი ჩვენს ტრენერს ხათუნა ციხელაშვილს, ძალიან ყურადღებიან, თბილ და ჭკვიან ადამიანს, რომელმაც არ დაიშურა თავისი ცოდნა და ენერგია ჩვენთვის. იმედია, ისევ შევხვდებით ერთმანეთს სხვა ტრენინგებზე :*
Sunday, December 8, 2013
მერვე დღე
ძალიან საინტერესო, საჭირო და სახალისო დღე გვქონდა: გავიარეთ მეშვიდე მოდული, ვისაუბრეთ როგორ შევქმნათ სასწავლო გარემო პროექტებზე დაფუძნებული სწავლების წარმართვისას, ასევე, ვიმსჯელეთ,როგორ გამოვიყენოთ ტექნოლოგიები ჩვენი პროდუქტიულობის გაზრდისთვის; ვისწავლეთ ბლოგის გაფორმება-მომართვა, რაც ძალიან გამომადგება პრაქტიკაში; დღეს ვისაუბრეთ, თუ როგორ უნდა გავუწიოთ ფასილიტაცია კლასს მოსწავლეზე ორიენტირებულ სწავლების პროცესში,როგორ გამოვიყენოთ ტექნოლოგიები სასწავლო პრაქტიკის გასაუმჯობესებლად.
Sunday, December 1, 2013
მეექვსე დღე
დღეს ვიმუშავეთ მეოთხე და მეხუთე მოდულზე, სულ უფრო და უფრო საინტერესო ხდება პროექტზე მუშაობა, შევქმენით და შევაფასეთ მოსწავლეთა ნაშრომების სავარაუდო ნიმუშები: პრეზენტაციები, პუბლიკაციები, ბროშურები.
დღეს გადავხდეთ მეხუთე მოდულის მოსწავლის სავარაუდო ნაშრომის შეფასებას „წინასწარ დაგეგმვის“ აქტივობიდან, გავუზიარეთ უკუკავშირი და შეფასებები ერთმანეთს, განვიხილეთ უკუკავშირის მიცემის რჩევები და მეთოდები. იმედია, წარმოდგენილი რეკომენდაციები დამეხმარება შეფასების ფორმების შექმნისა და მოდიფიცირების პროცესში.

მეხუთე დღე
დღევანდელმა დღემ ნაყოფიერად ჩაიარა, ვიმუშვეთ მესამე მოდულზე, წარმოვადგინეთ და დაწვრილებით განვიხილეთ ჩვენი პრეზენტაციები, გავუზიარეთ ერთმანეთს ჩვენი აზრები. ძალიან საინტერესო იყო მოდულის ნაწილი საავტორო უფლებების შესახებ, გავიგეთ როგორ უნდა დავიცვათ სხვისი და საკუთარი საავტორო უფლებები.
ვისწავლეთ კომენტარების გაკეთბა მოსწავლეთა ნამუშვრებზე.

Saturday, November 23, 2013
მეოთხე დღე
დღეს ბევრი რამ მოვასწარით :). ძალიან მომწონს, რომ არის უამრავი ნიმუში, შაბლონი, რომლებიც შემიძლია მოვარგო ჩემს პროექტს. დღეს დეტალურად განვიხილეთ, თუ როგორ იქმნება დროში გაწერილი შეფასების გეგმა. პროექტზე მუშობისას ძალიან დამეხმარება დროში შეფასების ჩარჩო. ვიმუშვეთ ერთ-ერთი მიზნის შესაბამის შეფასების ფორმაზე - განვსაზღვრეთ მოსწავლეთა საჭიროებები, მივიღეთ ინფორმაცია მოსწავლეების წინარე ცოდნის დადგენის სტრატეგიებზე განვიხილეთ მოსწავლეთა საჭიროებების შეფასების კრიტერიუმების ჩამონათვალი. დღეს გავაკეთეთ შეფასების ინსტრუმენტების მოკლე მონახაზი, ვისწავლეთPowerPoint -ში დოკუმენტის ჩაშენება.

მესამე დღე
მეცადინეობა სულ უფრო და უფრო საინტერესო ხდება.
დღეს ვიმუშავეთ სასწავლო პროექტის დაგეგმვაზე, სტანდარტების დადგენაზე. საინტერესო იყო პრაქტიკული მუშაობა მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვების (ზოგადი, თემატური, შინაარსობრივი შეკითხვები ) ფორმულირებაზე.
დღეს ვისწავლეთ ინტერნეტში საკუთარი ნამუშევრის გამოქვეყნება, შთაბეჭდილებების გაზიარება.

Subscribe to:
Posts (Atom)