მეექვსე დღე
დღეს ვიმუშავეთ მეოთხე და მეხუთე მოდულზე, სულ უფრო და უფრო საინტერესო ხდება პროექტზე მუშაობა, შევქმენით და შევაფასეთ მოსწავლეთა ნაშრომების სავარაუდო ნიმუშები: პრეზენტაციები, პუბლიკაციები, ბროშურები.
დღეს გადავხდეთ მეხუთე მოდულის მოსწავლის სავარაუდო ნაშრომის შეფასებას „წინასწარ დაგეგმვის“ აქტივობიდან, გავუზიარეთ უკუკავშირი და შეფასებები ერთმანეთს, განვიხილეთ უკუკავშირის მიცემის რჩევები და მეთოდები. იმედია, წარმოდგენილი რეკომენდაციები დამეხმარება შეფასების ფორმების შექმნისა და მოდიფიცირების პროცესში.
No comments:
Post a Comment