დღეს ტრენინგის ბოლო დღე იყო. დასაწყისში მოვაწესრიგეთ ჩვენი პროექტის პორტფოლიოს ფოლდერები, შემდეგ ჩვენი პროექტის საქაღალდეები ავტვირთეთ ჩვენს ბლოგებზე და ბოლოს წარმოვადგინეთ ჩვენი პროექტის პრეზენტაციები. ძალიან საინტერესო დღე იყო, მაგრამ ბოლო დღე :).
გული მწყდება, რომ ტრენინგი დამთავრდა, თუმცა მიხარია, რომ გავიცანი ასეთი საინტერესო ადამიანები და ბევრი საინტერესო და აუცილებელი რამ ვისწავლე. მადლობას ვუხდი ჩვენს ტრენერს ხათუნა ციხელაშვილს, ძალიან ყურადღებიან, თბილ და ჭკვიან ადამიანს, რომელმაც არ დაიშურა თავისი ცოდნა და ენერგია ჩვენთვის. იმედია, ისევ შევხვდებით ერთმანეთს სხვა ტრენინგებზე :*
აუცილებლად შევხვდებით ელზა მასწავლებელო დიდი მადლობა
ReplyDelete