Saturday, November 23, 2013

მეოთხე დღე

დღეს ბევრი რამ მოვასწარით :). ძალიან მომწონს, რომ არის უამრავი ნიმუში, შაბლონი, რომლებიც შემიძლია მოვარგო ჩემს პროექტს.  დღეს დეტალურად  განვიხილეთ, თუ როგორ იქმნება დროში გაწერილი შეფასების გეგმა. პროექტზე მუშობისას  ძალიან დამეხმარება დროში შეფასების ჩარჩო. ვიმუშვეთ ერთ-ერთი მიზნის შესაბამის შეფასების ფორმაზე  -  განვსაზღვრეთ მოსწავლეთა საჭიროებები, მივიღეთ ინფორმაცია მოსწავლეების წინარე ცოდნის დადგენის სტრატეგიებზე  განვიხილეთ მოსწავლეთა საჭიროებების შეფასების კრიტერიუმების ჩამონათვალი. დღეს გავაკეთეთ შეფასების ინსტრუმენტების მოკლე მონახაზი, ვისწავლეთPowerPoint -ში დოკუმენტის ჩაშენება. 

No comments:

Post a Comment