Saturday, November 23, 2013

მეოთხე დღე

დღეს ბევრი რამ მოვასწარით :). ძალიან მომწონს, რომ არის უამრავი ნიმუში, შაბლონი, რომლებიც შემიძლია მოვარგო ჩემს პროექტს.  დღეს დეტალურად  განვიხილეთ, თუ როგორ იქმნება დროში გაწერილი შეფასების გეგმა. პროექტზე მუშობისას  ძალიან დამეხმარება დროში შეფასების ჩარჩო. ვიმუშვეთ ერთ-ერთი მიზნის შესაბამის შეფასების ფორმაზე  -  განვსაზღვრეთ მოსწავლეთა საჭიროებები, მივიღეთ ინფორმაცია მოსწავლეების წინარე ცოდნის დადგენის სტრატეგიებზე  განვიხილეთ მოსწავლეთა საჭიროებების შეფასების კრიტერიუმების ჩამონათვალი. დღეს გავაკეთეთ შეფასების ინსტრუმენტების მოკლე მონახაზი, ვისწავლეთPowerPoint -ში დოკუმენტის ჩაშენება. 

მესამე დღე

მეცადინეობა სულ უფრო და უფრო საინტერესო ხდება.
დღეს ვიმუშავეთ სასწავლო პროექტის დაგეგმვაზე, სტანდარტების დადგენაზე. საინტერესო იყო პრაქტიკული მუშაობა  მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვების  (ზოგადი, თემატური, შინაარსობრივი შეკითხვები ) ფორმულირებაზე.
დღეს ვისწავლეთ ინტერნეტში საკუთარი ნამუშევრის გამოქვეყნება, შთაბეჭდილებების გაზიარება.

Sunday, November 17, 2013

მეორე დღე

ძალიან დატვირთული დღე გვქონდა. დღეს განვიხილეთ სასწავლო ღონისძიებების დაგეგმვის პროცესი, პროექტის მახასიათებლების ჩეკლისტი, გავეცანით  კურსის ფარგლებში სასწავლო ღონისძიებების დაგეგმვასთან დაკავშირებული საკითხებს,  მოვამზადეთ პუბლიკაცია პროექტებით სწავლების თემაზე.
ხათუნა ციხელაშვილის წყალობით ყველა საკითხი ადვილად გასაგებია..

Saturday, November 16, 2013

პირველი დღე

დღევანდელი დღე ძალიან საინტერესო იყო. ბევრი ახალი  რამ შევისწავლე. ძალიან მიხარია. იმედია, შევძლებ ამ ცოდნის შემდგომ პრაქტიკაში  გამოყენებას. ძალიან მომეწონა ჩვენი ჭკვიანი და ენერგიული ტრენერი.